ესპანეთში ხანძრის გამო 3 100-მდე ადამიანი ევაკუირებულია
ესპანეთში ხანძრის გამო 3 100-მდე ადამიანი ევაკუირებულია

ესპანეთში, ანდალუსიის რეგიონის სამხრეთ ნაწილში ხანძარია. ხანძრის გამო საჭირო გახდა 3 100-მდე ადამიანის ევაკუაცია.

„ევრონიუსის“ ინფორმაციით, დამწვარია სულ მცირე 100 კვადრატულ კილომეტრამდე ტერიტორია.

ამჟამად ხანძრის ჩასაქრობად 1 500-მდე მეხანძრე მუშაობს. ადგილზე მობილიზებულია ექვსი ვერტმფრენი და რვა თვითმფრინავი.