3 დეკემბერს, ფრანგული გამოცემა „ფრანს ფუტბოლი“ (France Football) „ოქროს ბურთის“ მფლობელს დაასახელებს.
მოახლოებული დაჯილდოვების ცერემონიის წინ, მომავალ ლაურეატზე ინფორმაციამ ამჯერადაც გაჟონა – როგორც ესპანური რადიოარხი „ონდა სერო“ (Onda Cero) ირწმუნება, პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი ლუკა მოდრიჩი გახდება, ხოლო ტოპ-სამეულში მოხვდებიან კრიშტიანო რონალდო და ანტუან გრიზმანი.
შეგახსენებთ, რომ მოდრიჩი წელს უკვე გახდა მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი, ასევე ფიფას ვერსიით დასახელდა წლის საუკეთესო მოთამაშედ.