ესპანეთში ექვსკვირიანი კარანტინის შემდეგ ბავშვები ქუჩაში დღეს პირველად გავიდნენ

15:33, 26.04.2020

ესპანეთში ექვსკვირიანი კარანტინის შემდეგ, ბავშვები დღეს ქუჩაში პირველად გავიდნენ. ქვეყანაში 14 წლამდე ბავშვებს ქუჩაში ერთი საათით გასვლის უფლება მისცეს.

მთავრობის დადგენილების მიხედვით, აუცილებელია, რომ ბავშვებს ნიღბები ეკეთოთ.

ესპანეთში „კოვიდ 19“-ით 223 759 ადამიანია ინფიცირებული, დაღუპულია 23 000 პაციენტი.

მსგავსი