ესპანეთში ძლიერი წვიმის და წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

01:07, 14.09.2019

ესპანეთში ძლიერი წვიმის და წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა.

ესპანური გამოცემა „ელ-პაისის“ ინფორმაციით, კასტილია-ლა-მანჩას ოლქში მაშველებმა ორი ადამიანი დაღუპული აღმოაჩინეს.

დაღუპულები ასევე არიან: ალმერიაში, გრანადაში და ალიკანტეში. ესპანეთის ხელისუფლებამ რამდენიმე დასახლებულ პუნქტში საფრთხის უმაღლესი, წითელი დონე გამოაცხადა.

ძლიერ წვიმას თან ახლავს ქარი და ჭექა-ქუხილი. უამინდობის გამო ათობით სკოლაში სწავლის პროცესი შეჩერდა, დატბორილია გზები, შეფერხებით მუშაობს რკინიგზაც.

მსგავსი