ესპანეთში დიდთოვლობას რვა ადამიანი ემსხვერპლა
ესპანეთში დიდთოვლობას რვა ადამიანი ემსხვერპლა

ესპანეთში დიდთოვლობას რვა ადამიანი ემსხვერპლა. ციკლონს, რომელმაც ქვეყანას გადაუარა, თან ძლიერი ქარი და თოვლის სახით მოსული ნალექი ახლავს. დაკარგულად მიიჩნევა რამდენიმე ადამიანი, არიან დაშავებულებიც.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მსხვერპლი ალკოეში, შენობის ჩამონგრევის შედეგად გარდაიცვალა.

სამოქალაქო გვარდიის წევრებმა, კიდევ ერთი გარდაცვლილის ცხედარი მდინარე გუადალესტთან იპოვეს. კიდევ ერთი მამაკაცი კი, საკუთარ სათბურში მეხის დაცემის გამო დაიღუპა.

რამდენიმე დღით ადრე კი სტიქიას, ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. განგაშის მაღალი დონე ქვეყნის ცხრა პროვინციაშია გამოცხადებული. ყველაზე რთული მდგომარეობა ქვეყნის აღმოსავლეთით, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზეა, კატალონიასა და ვალენსიაში. სტიქიის გამო ელექტროენერგიის გარეშე 120 ათასამდე ადამიანია დარჩენილი არაგონში. დახურულია ათობით საავტომობილო გზა.

დატოვე კომენტარი