ესპანეთში დიდთოვლობამ საავტომობილო გზებზე პრობლემები შექმნა
ესპანეთში დიდთოვლობამ საავტომობილო გზებზე პრობლემები შექმნა

ესპანეთში დიდთოვლობამ საავტომობილო გზებზე პრობლემები შექმნა. ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში ქარიშხალ „არვენის“ შედეგად მოსულმა უხვმა ნალექმა გზები ჩაკეტა და სატვირთო ავტომობილების მოძრაობა შეაფერხა.

ესპანეთის სახელმწიფო მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო საფრთხის მაქსიმალური დონე ამოქმედდა ბასკეთში, ნავარასა და კანტაბრიის რეგიონებში.

დიდთოვლობის გამო, ესპანეთის ჩრდილოეთ რეგიონებში სათხილამურო სეზონი ნაადრევად გაიხსნა.