ესპანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირდა 7 472 და დაიღუპა 932 ადამიანი
ესპანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირდა 7 472 და დაიღუპა 932 ადამიანი

ესპანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 932 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

საერთო ჯამში, ეპიდემიის გავრცელებიდან 3 აპრილამდე ესპანეთში „კოვიდ-19“-ს 10 935 ადამიანი ემსხვერპლა.

გარდაცვლილთა რაოდენობის მაჩვენებლით, ესპანეთი მსოფლიოში მეორე ადგილზეა. პირველზეა იტალია.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ესპანეთში ვირუსით კიდევ 7 472 ადამიანი ინფიცირდა. სულ ესპანეთში „კოვიდ-19“-ის 117 710 შემთხვევაა დადასტურებული.