ესპანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 809 ადამიანი გარდაიცვალა
ესპანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 809 ადამიანი გარდაიცვალა

ესპანეთში ბოლო 24 საათში ახალი ტიპის კორონავირუსით 809 ადამიანი გარდაიცვალა. „კოვიდ-19“-ის მსხვერპლთა საერთო რიცხვმა ქვეყანაში 11 744-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „ელ პაისის“ ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში სულ გამოვლენილია „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 124 ათასზე მეტი შემთხვევა, აქედან, ბოლო 24 საათში ინფიცირების 7 026 შემთხვევა დაფიქსირდა.

ამასთან, კორონავირუსისგან ესპანეთში 34 219 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 6 532 პაციენტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება.