ესპანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 769 ადამიანი დაიღუპა

15:07, 27.03.2020

ესპანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 769 ადამიანი დაიღუპა, – ეს ამ ქვეყნისთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფორმაციას „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით 4 858 ადამიანი დაიღუპა. ესპანეთში ვირუსის 64 059 დადასტურებული შემთხვევაა.

მსგავსი