ესპანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 176 ადამიანი დაიღუპა
ესპანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 176 ადამიანი დაიღუპა

ესპანეთში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი 176-ით გაიზარდა. ესპანეთში უკვე მესამე დღეა ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა მაჩვენებელი 200-ზე დაბალია.

განახლებული მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით დაღუპულია 26 920 ადამიანი. ესპანეთში ინფიცირებულთა სრული მაჩვენებელი 228 000-ს შეადგენს, მათგან 139 000 უკვე გამოჯანმრთელდა.