ესპანეთში ბარის ჩამონგრევის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა

13:55, 03.10.2026

ესპანეთში ბარის ჩამონგრევის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას გამოცემა „როიტერი“ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

შემთხვევა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში 3 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 05:25-ზე მოხდა.

როგორც ცნობილია, ბარში იმ დროისთვის, დაახლოებით, 30 პირი იმყოფებოდა. მათგან 11 დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნანგრევებიდან დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა ამოიყვანეს.

მომხდარის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაციები  გრძელდება.

პოლიციამ მომხდარის მიზეზების გამოძიება დაიწყო.

მსგავსი