ესპანეთში 70 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ ე.წ. ბუსტერ დოზის გამოყენება დასაშვები გახდა
ესპანეთში 70 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ ე.წ. ბუსტერ დოზის გამოყენება დასაშვები გახდა

ესპანეთში 70 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინების – „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ მესამე დოზის გამოყენება დასაშვები გახდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთება იმ ადამიანებს შეეძლებათ, რომელთა ვაქცინაციიდან ექვსი თვეა გასული. ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთებას ადამიანები ოქტომბრის ბოლოდან შეძლებენ.

ესპანეთში მოსახლეობის 78% სრულად ვაქცინირებულია.