ესპანეთში 55 წლამდე ადამიანებს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო აცრას ვირუსის გადატანიდან ექვსი თვის შემდეგ გაუკეთებენ
ესპანეთში 55 წლამდე ადამიანებს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო აცრას ვირუსის გადატანიდან ექვსი თვის შემდეგ გაუკეთებენ

ესპანეთში 55 წლამდე ადამიანებს, რომლებმაც „კოვიდ-19“ გადაიტანეს, ვირუსის საწინააღმდეგო აცრას 6 თვის შემდეგ გაუკეთებენ.

ამის შესახებ განცხადება ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში გაკეთდა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

სამინისტროში აცხადებენ, რომ მთელ მსოფლიოში ვირუსის გადატანიდან 6 თვის განმავლობაში რეინფიცირების იმდენად ცოტა შემთხვევა დაფიქსირდა, რომ ის გამონაკლისადაც კი შეიძლება ჩაითვალოს.

ამიტომ, დღეს არსებულ ვაქცინას ქვეყანა ხანდაზმულებისთვის და რისკ ჯგუფებისთვის გამოიყენებს, კოვიდ გადატანილები კი, ვაქცინის დოზას ექვსი თვის შემდეგ მიიღებენ.

ამ ეტაპზე ესპანეთში ვაქცინაცია მხოლოდ 55 წლამდე მედპერსონალს ჩაუტარდა.