ესპანეთში, 26 აპრილიდან ბავშვების გარეთ სასეირნოდ გასვლა ნებადართული გახდება
ესპანეთში, 26 აპრილიდან ბავშვების გარეთ სასეირნოდ გასვლა ნებადართული გახდება

ესპანეთში, 26 აპრილიდან ბავშვების გარეთ სასეირნოდ გასვლა ნებადართული იქნება. როგორც სააგენტო „როიტერი” წერს, ამის შესახებ ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრმა, სალვადორ ილიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ესპანეთში კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებით აიკრძალა 14 წლამდე ასაკის ბავშვების გარეთ გასვლა.

26 აპრილამდე კი 14 წლამდე ასაკის არასრულწოვნები შეძლებენ, გავიდნენ მშობლებთან ერთად სასიცოცხლო მნიშვნელობის მიზნით, როგორიცაა სურსათისა ან მედიკამენტის ყიდვა. მთავრობის გადაწყვეტილებამ მოსახლეობის ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან რეგულაცია ბავშვებს გარეთ სასეირნოდ გასვლას უკრძალავდა.

„ეს არის მთავრობა, რომელიც მოსახლეობას უსმენს, კვირის ბოლოდან მე გავცემ განკარგულებას, რომლის თანახმადაც, 14 წლამდე ასაკის ბავშვები 26 აპრილიდან გარეთ სასეირნოდ გასვლას შეძლებენ”, – განაცხადა ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრმა.

გასულ კვირას შეზღუდვების შემსუბუქების მიუხედავად, ესპანეთი ევროპაში კვლავ რჩება იმ ქვეყნებს შორის, სადაც ყველაზე მკაცრი საკარანტინო ზომები მოქმედებს.

ესპანეთი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილზეა და მესამე ადგილზეა გარდაცვლილების რაოდენობით.