ესპანეთმა ვენესუელის ელჩი „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა 
ესპანეთმა ვენესუელის ელჩი „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა 

ესპანეთის მთავრობამ ვენესუელის ელჩი ესპანეთის სამეფოში მენდეს დე ვიგო „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილება ესპანეთის საგარეო უწყებამ ოფიციალური კარაკასის ქმედების საპასუხოდ მიიღო.

25 იანვარს ვენესუელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ესპანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ვენესუელაში ქვეყნიდან გააძევა.

მანამდე ნიკოლას მადურომ ესპანეთის მთავრობა ვენესუელის მიმართ აგრესიაში დაადანაშაულა. მისი განცხადებით, დიპლომატის გაძევება „ესპანურ აგრესიაზე გაცემული პასუხი“ იყო.

ოფიციალური კარაკასის გადაწყვეტილება ესპანელ დიპლომატთან მიმართებაში ბრიუსელშიც დაგმეს.

ერთი კვირის წინ ევროკავშირმა რამდენიმე ვენესუელელი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სავიზო და ფინანსური სანქციები დააწესა.

დატოვე კომენტარი