ესპანეთმა საფრანგეთი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT
ვინ შეაჩერებს საფრანგეთს? – ასეთი შეკითხვა გაისმოდა მსოფლიო ჩემპიონატის პირველივე ტურის შემდეგ. პასუხი ნახევარფინალში მივიღეთ – ესპანეთი!
ფრანგებმა კილიან მბაპესა და მაიკლ ოლისეს წინამძღოლობით მთელი ჩემპიონატი მაღალ ტემპში და მაღალ დონეზე ჩაატარეს. ნახევარფინალამდე ექვსივე მატჩი მოიგეს, ბურთების შეფარდებას არ იკითხავთ? – 16:2.
ესპანეთი კიდევ უფრო უკეთესი იყო დაცვაში: განვლილ ექვს მატჩში ერთადერთი გოლი გაუშვა. უფრო ზუსტები თუ ვიქნებით – ესპანელები ბურთის ოსტატური ფლობით მეტოქეებს შეტევის შანსს არ აძლევდნენ. ასე იყო საფრანგეთთან მატჩშიც – ვერც „ლურჯებმა“ მოახერხეს მოედნის უპირატესობს მოპოვება. ბურთს უმეტესად ესპანეთი ფლობდა და 58-ე წუთისთვის უკვე 2:0-ს იგებდა. ამ მომენტისთვის ფრანგებს კარის ჩარჩოში ბურთი ერთხელაც არ ჰქონდათ დარტყმული.
ესპანეთმა 2:0 მოიგო და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 2010 წლის შემდეგ პირველად გავიდა. მისი მეტოქე ინგლისსა და არგენტინას შორის გამარჯვებული იქნება.