ესპანეთმა იარაღის გადამზიდავ გემებსა და თვითმფრინავებს, რომლებსაც შეიარაღება ისრაელში ჩააქვთ, საკუთარ პორტებში შესვლა ან მისი საჰაერო სივრცის გამოყენება აუკრძალა
ესპანეთმა იარაღის გადამზიდავ იმ გემებსა და თვითმფრინავებს, რომლებსაც შეიარაღება ისრაელში ჩააქვთ, საკუთარ პორტებში შესვლა ან მისი საჰაერო სივრცის გამოყენება აუკრძალა.
როგორც „როიტერი“ წერს, აღნიშნული გადაწყვეტილება ესპანეთის ხელისუფლებამ ღაზაში ისრაელის სამხედრო შეტევის გამო მიიღო.
ამასთან, როგორც გამოცემა წერს, პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის მთავრობამ განაცხადა, რომ ესპანეთში შესვლის უფლებას არ მისცემს არავის, ვინც ღაზაში „ადგილობრივი მოსახლეობის გენოციდში“ იღებს მონაწილეობას.
ოფიციალური მადრიდის გადაწყვეტილებას ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა და მას „ანტისემიტური“ უწოდა.
ცნობისთვის, ესპანეთმა პალესტინის სახელმწიფო ოფიციალურად 2024 წლის 28 მაისს აღიარა.