ესპანეთმა 19-წლამდელებში ევრო 2019 მოიგო
ესპანეთის ნაკრები ევროპის 2019 წლის ჩემპიონი გახდა 19-წლამდელ ფეხბურთელებს შორის. ფინალში ესპანეთმა მეზობელი პორტუგალია 2:0 დაამარცხა.
ორივე გოლის ავტორი „ვალენსიას“ ფორვარდი ფერან ტორესი გახდა. მან ანგარიში 34-ე წუთზე გახსნა, 51-ე წუთზე კი ორ ბურთამდე გაზარდა უპირატესობა.
ესპანეთისთვის ეს არის მე-11 ტიტული ამ ასაკობრივ კატეგორიაში. ამ მაჩვენებლით ის აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა. 10 ტიტულით მეორე ადგილზეა ინგლისის ნაკრები.
ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი ოთხი გოლით „ბენფიკას“ ფორვარდი გონსალო რამოსი გახდა.
ევროპის ჩემპიონატი სომხეთში გაიმართა. ფინალი ერევანში ვაზგენ სარქისიანის სახელობის სტადიონზე შედგა.