ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიის ჟენერალიტეტის ყოფილ მეთაურს დეპუტატის მანდატი მოუხსნა
ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიის ჟენერალიტეტის ყოფილ მეთაურს დეპუტატის მანდატი მოუხსნა

ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიის ჟენერალიტეტის ყოფილ მეთაურს, კარლეს პუიჩდემონსა და კიდევ ხუთ პოლიტიკოსს, რომელთაც ამბოხის ორგანიზებაში ედებათ ბრალი, სახელმწიფო თანამდებობების დაკავება აუკრძალა და დეპუტატის მანდატი მოუხსნა.

აღსანიშნავია, რომ კარლეს პუიჩდემონი დღემდე მისი ექსტრადირების შესახებ, გერმანიის სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. ხუთი პოლიტიკოსი კი, რომელთა შორის ორიოლ ჟუნკერასი, ჟორდი ტურული, რაულ რომევა, ჟოზეპ რული და ჟორდი სანჩესი არიან, კატალონიის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.

კატალონიის რეგიონის ესპანეთისგან დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ 2017 წლის 1-ელ ოქტომბერს რეფერენდუმი გაიმართა. საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა მხოლოდ 40% გამოცხადდა. მათგან 90%-მა მხარი დამოუკიდებლობას დაუჭირა.

რეფერენდუმი ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ უკანონოდ ცნო.