ესპანეთის უძველესი კლუბი ერთ ევროდ იყიდება
ესპანეთის უძველესი კლუბი ერთ ევროდ იყიდება

ესპანეთის მესამე საფეხბურთო დივიზიონში მოთამაშე კლუბი “რეკრეატივო” ერთ ევროდ გაიყიდება, – წერს გაზეთი Daily Mail.

ქვეყნის უძველესი კლუბი, რომელმაც შარშან, დეკემბერში 128-ე დაბადების დღე აღნიშნა, 7.6 მილიონი ევროს ოდენობის ვალების გამო, გაქრობის პირას აღმოჩნდა.

გამოცემის ინფორმაციით, ქალაქ უელვას მთავრობამ დაფარა ვალი. კლუბის ახალი მფლობელი გახდება კომპანია Eurosamop. მან უკვე მიაღწია შეთანხმებას “რეკრეატივოს ყველა აქციის შესყიდვის შესახებ.

128 წლის განმავლობაში, უელვასრეკრეატივომ” ხუთი სეზონი გაატარა ლა ლიგაში. საუკეთესო შედეგი 2006-07 წლების სეზონში ჰქონდა, როცა მერვე ადგილი დაიკავა.

ამჟამად, “რეკრეატივო” გათამაშების ცხრილში მე-11 ადგილზეა.

დატოვე კომენტარი