ესპანეთის სანაპიროსთან სამხედრო თვითმფრინავი ზღვაში ჩავარდა [ვიდეო]

ესპანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან სამხედრო თვითმფრინავი ზღვაში ჩავარდა. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა მფრინავი.

სასწავლო თვითმფრინავი „სი-101“ ზღვაში ქალაქ ლა-მანგას სანაპიროსთან ჩამოვარდა. გარდაცვლილი მფრინავი ინსტრუქტორია.

ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ინციდენტის დროს ინსტრუქტორს ბორტზე მოსწავლეები არ ჰყოლია.