ესპანეთის სანაპიროსთან მაშველებმა 200-ზე მეტი მიგრანტი გადაარჩინეს
ესპანეთის სანაპიროსთან მაშველებმა 200-ზე მეტი მიგრანტი გადაარჩინეს

ესპანეთის სანაპიროსთან მაშველებმა 200-ზე მეტი მიგრანტი გადაარჩინეს, ხუთი კი კუსტარულად დამზადებული ნავის კატასტროფის დროს დაიღუპა.

დასავლური მედიის ცნობით, სამაშველო ოპერაცია ღამის საათებში, კუნძულ ალბორანის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა.

ჩრდილოეთ აფრიკელები ევროპის ტერიტორიაზე მოხვედრას კუსტარულად დამზადებული სამი ნავით ცდილობდნენ, როდესაც პატრულირებისას ვერტმფრენიდან შეამჩნიეს.

მაშველებმა გადარჩენილი მიგანტები გრანადის პროვინციაში მდებარე ქალაქ მოტრილში გადაიყვანეს.