ესპანეთის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა დიდთოვლობისა და ძლიერი ქარის გამო, მადრიდსა და რვა პროვინციაში განგაში გამოაცხადა
ესპანეთის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა დიდთოვლობისა და ძლიერი ქარის გამო, მადრიდსა და რვა პროვინციაში განგაში გამოაცხადა

ესპანეთში დიდთოვლობამ გზებზე პრობლემები შექმნა. უამინდობის გამო დაიხურა მადრიდის აეროპორტი. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ათასობით ადამიანი საავტომობილო გზებზე აღმოჩნდა ბლოკირებული. შეჩერდა სარკინიგზო მიმოსვლა.

ხელისუფლებამ მოქალაქეებს გადაუდებელი საჭიროების გარეშე გარეთ გასვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

ესპანეთის სახელმწიფო მეტეოროლოგიურმა სამსახურმა დიდთოვლობის, ყინვისა და ძლიერი ქარის გამო, მადრიდსა და რვა პროვინციაში განგაში გამოაცხადა.