ესპანეთის საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციოსთვის 24-კაციანი შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT 
ესპანეთის საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციოსთვის 24-კაციანი შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT 

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებს 26 ნოემბერს უკრაინის და 29 ნოემბერს ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს.

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სერხიო სკარიოლომ საკვალიფიკაციო ეტაპისთვის 24-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, საიდანაც განაცხადში 12 კაცი მოხვდება.

ფრენცის ალონსო, დარიო ბრიცუელა, ალბერტო დიასი, ხაიმე ფერნანდესი, რუბენ გერერო (უნიკახა), ვიქტორ არტეგა (მოვისტარი), ჯონათან ბარეირო (სარაგოსა), ხოსეპ ბუსკეტს კოსტა (უგუნდოდ), კინო კოლომი (აეკი), დანი დიესი, ფრან გერა (ტენერიფე), დილიმანე დიოპი (ბასკონია), მარკ გარსია, მიქელ სალვო (სან პაბლო ბურგესი), გილემ ჟუ, დანი პერესი, იანკუბა სიმა (მანრესა), ხაბი ლოპეს-აროსტეგი, ხაიმე პრადილია, ხოსეპ პუერტო, ხოან სასტრე (ვალენსია), ხოელ პარა, ორიოლ პაული (გრან კანარია), სებასტიან დიასი (ჩიბა ჯეტსი).

შეგახსენებთ, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპზე G ჯგუფშია, სადაც უკრაინისა და ესპანეთის ნაკრებების გარდა ჩრდილოეთ მაკედონიაცაა. საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მატჩების პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.