ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ვულოცავ საქართველოს და ჩემს კოლეგა ილია დარჩიაშვილს ევროკომისიის გადაწყვეტილებას, ეს არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ევროპულ გზაზე
ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ხოსე მანუელ ალბარესი საქართველოს და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს ევროკომისიის გადაწყვეტილებას ულოცავს.
როგორც ხოსე მანუელ ალბარესი „ტვიტერის“ გვერდზე წერს, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე რეკომენდაციის გაცემა ევროპულ გზაზე კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.
„ვულოცავ საქართველოსა და ჩემს კოლეგას, ილია დარჩიაშვილს ევროკომისიის მხრიდან საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე რეკომენდაციის გაცემას. ეს არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ევროპულ გზაზე, რომელსაც ესპანეთი მტკიცედ უჭერს მხარს“, – წერს ხოსე მანუელ ალბარესი.
Congratulations to Georgia and my colleague @iliadarch on the @EU_Commission’s recommendation to grant EU candidate country status to Georgia. Another step on its European path, which Spain and the @eu2023es Presidency firmly support.
— José Manuel Albares (@jmalbares) November 10, 2023