ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – უკრაინა, მოლდოვა, საქართველო ევროკავშირის მჭიდრო პარტნიორები არიან, უნდა გავაანალიზოთ, რა არის საუკეთესო გზა სამივე სახელმწიფოს დასახმარებლად

12:28, 16.05.2022

უნდა გავაანალიზოთ, რა სიტუაციაა დასავლეთ ფლანგზე და რა არის საუკეთესო გზა სამივე სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს დასახმარებლად, – ამის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟოზე მანუელ ალბარეს ბუენომ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

„უკრაინა, მოლდოვა, საქართველო – სამივე ქვეყანა ევროკავშირის ძალიან მჭიდრო პარტნიორია. განსაზღვრულია გზა, რომლისკენ სვლაც უნდა განვაგრძოთ. უნდა გავაანალიზოთ, რა სიტუაციაა დასავლეთ ფლანგზე და რა არის საუკეთესო გზა სამივე სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს დასახმარებლად“, – განაცხადა ჟოზე მანუელ ალბარეს ბუენომ.

მსგავსი