ესპანეთის რადიოსადგურ „კადენა სერზე“ კიბერთავდასხმა განხორციელდა
ესპანეთის რადიოსადგურ „კადენა სერზე“ კიბერთავდასხმა განხორციელდა

ესპანეთის რადიოსადგურ „კადენა სერზე“ კიბერთავდასხმა განხორციელდა. ინფორმაციას ესპანეთის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტი ავრცელებს.

„როიტერის“ ინფორმაციით, ვირუსმა „კადენას“ ადგილობრივი მაუწყებლები დააზიანა, თუმცა ეროვნული მაუწყებელი თავდასხმას გადაურჩა, რომელსაც ადგილობრივი და რეგიონული სადგურები აქვს.

ესპანეთის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტს თავდასხმის ობიექტი სხვა კომპანია არ დაუსახლებია, თუმცა ცნობილი ხდება, რომ კიბერშეტევის სამიზნე არაერთი კომპანია გახდა.

ესპანურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ კიბერთავდასხმა ასევე განხორციელდა მონაცემთა ბაზების კომპანია „ევერისზე“, რომლის თანამშრომლებმა სახლებში ელექტრონული მოწყობილობების გამორთვის ინსტრუქცია მიიღეს.

„როიტერი“ წერს, რომ სავარაუდოდ კომპიუტერული სისტემები გამოსასყიდის გადახდამდე დაბლოკეს.