ესპანეთის ქალაქ სიუდად-როდრიგოში ეროვნული ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების აღნიშვნის დროს შადრევნის ნაწილი ჩამოინგრა, შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა
ესპანეთის ქალაქ სიუდად-როდრიგოში, სალამანკის პროვინციაში ეროვნული ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების აღნიშვნის დროს შადრევნის ნაწილი ჩამოინგრა. შედეგად, მოზარდი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
როგორც მედია წერს, „არბოლ გორდოს“ სახელით ცნობილი შადრევნის ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი შადრევნის შიგნით იმყოფებოდა იმ დროს, როცა ზედა ნაწილი ჩამოინგრა. ის მძიმე დაზიანებებით ქალაქის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა.