ესპანეთის პრემიერი - მომხრე ვარ დიალოგის, მაგრამ არა კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ
ესპანეთის პრემიერი - მომხრე ვარ დიალოგის, მაგრამ არა კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ

ესპანეთის ხელისუფლება საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან დიალოგს გამართავს. მომხრე ვარ დიალოგის, მაგრამ არა კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ. კატალონია არის ესპანეთი და კატალონია არის ევროპა, – ამის შესახებ ესპანეთის პრემიერმა, მარიანო რახოიმ განაცხადა.

რახოის მადრიდში დაკავებულმა კატალონიის ყოფილი ხელისუფლების წევრებმა ციხიდან წერილი გაუგზავნეს და არჩევნების შედეგების პატივისცემისკენ მოუწოდეს.

კატალონიის ყოფილი მთავრობის წევრები ამბობენ, რომ გააგრძელებენ ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის და ამ ბრძოლაში მათ არჩევნებში მოსახლეობის მხარდაჭერა დაეხმარებათ.

საპარლამენტო არჩევნები კატალონიაში 21 დეკემბერს არის დაგეგმილი. არჩევნების შედეგებს ელოდებიან ევროკავშირის წევრები. ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერები ესპანეთის ხელისუფლებას ნდობას უცხადებენ და ამბობენ, რომ ცენტრალურ ხელისუფლებას აქვს მანდატი კრიზისის მოსაგვარებლად.