ესპანეთის პრემიერი აცხადებს, რომ კატალონიაში თვითმმართველობის რეფერენდუმის ჩატარება სურს
ესპანეთის პრემიერი აცხადებს, რომ კატალონიაში თვითმმართველობის რეფერენდუმის ჩატარება სურს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრს კატალონიაში თვითმმართველობის რეფერენდუმის ჩატარება სურს. პედრო სანჩესის განცხადებით, რეფერენდუმი რეგიონის თვითგამორკვევის საკითხს არ უკავშირდება.

კატალონიას ავტონომიური სტატუსი 2006 წელს მიენიჭა, თუმცა სტატუსი 2010 წელს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ გაუქმდა. ესპანეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, კატალონია ესპანეთის „ერთადერთი ტერიტორიაა“, რომელსაც სტატუსი მოსახლეობის კენჭისყრის გარეშე აქვს მიღებული. 2017 წლის 1-ელ ოქტომბერს კატალონიაში რეფერენდუმი ჩატარდა, 27 ოქტომბერს კი პარლამენტმა დამოუკიდებელი რესპუბლიკა გამოაცხადა.

მომდევნო დღეს ესპანეთის ცენტრალურმა ხელისუფლებამ რეგიონზე პირდაპირი მმართველობა დაამყარა, გააუქმა მთავრობის ძალაუფლება და პარლამენტი დაშალა. ავტონომიური რეგიონის ახალი ხელისუფლებაც ამბობს, რომ საბოლოო მიზანი თვითგამორკვევაა.