ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

როგორც სანჩესმა სპეციალური სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა. საგანგებო მდგომარეობა 15 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ესპანეთის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გადაწვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა. ბოლო ერთი დღის განმავლობაში ესპანეთში ახალი ვირუსული ინფექციით 36 ადამიანი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 120-ს მიაღწია. ინფიცირებულია 4200 ადამიანი.

პედრო სანჩესის თქმით, ერთ კვირაში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი შესაძლოა, 10 ათასამდე გაიზარდოს.