ესპანეთის პრემიერ-მინისტრი - კატალონიას სჭირდება მთავრობა, რომელიც კანონს ემორჩილება
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი - კატალონიას სჭირდება მთავრობა, რომელიც კანონს ემორჩილება

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი მარიანო რახოი იმედოვნებს, რომ კატალონიაში უახლოეს მომავალში მთავრობის ფორმირება მოხდება და რეგიონის ხელისუფლებაში ისეთი გუნდი მოვა, რომელიც კანონებს დაემორჩილება და დიალოგისთვის ღია იქნება.

ესპანეთის მთავრობამ კატალონიის ახლად არჩეული ლიდერის, ჟოაკიმ ტორას უფლებამოსილება აღიარა, თუმცა არ დაამტკიცა მის მიერ არჩეული ადმინისტრაცია. რაც იმას ნიშნავს, რომ რეგიონი კვლავ მადრიდის პირდაპირი მმართველობის ქვეშ რჩება.

შეგახსენებ, კატალონიის რეგიონული ხელისუფლების ხელმძღვანელი ჟოაკიმ ტორა მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად 17 მაისს შეუდგა.