„სევილიას“ ჰოლანდიელი ფორვარდი ქვინსი პრომესი ესპანეთის პოლიციამ მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო დააკავა, – იტყობინება „ელ დიარიო დე სევილია“ (El diario de Sevilla).
ინციდენტი ოთხშაბათს, მარბელიაში მოხდა.
პოლიციელებმა მოსკოვის „სპარტაკის“ ყოფილი მოთამაშის ავტომობილი გააჩერეს და ტესტმა ალკოჰოლზე დადებითი შედეგი აჩვენა. ჰოლანდიელის ორგანიზმში ალკოჰოლის დონემ ორჯერ გადააჭარბა დაშვებულ ნორმას.
პოლიციამ ფეხბურთელს ავტომობილი ჩამოართვა, თავად პრომესი კი 31 დეკემბერს სასამართლო სხდომაზეა დაბარებული.