ესპანეთის პოლიციამ გვარდიოლას კერძო თვითმფრინავი გაჩხრიკა
ესპანეთის პოლიციამ გვარდიოლას კერძო თვითმფრინავი გაჩხრიკა

ესპანეთის პოლიცია აგრძელებს კატალონიის ყოფილი პრეზიდენტის კარლეს პუიჩდემონის ძებნას, რომელიც რეგიონის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ქვეყნიდან გაიქცა.

სამართალდამცავებმა „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას კერძო თვითმფრინავი მას შემდეგ გაჩხრიკეს, რაც მწვრთნელის ოჯახის წევრები უქმეებზე ბარსელონაში ჩაფრინდნენ დასასვენებლად.

პოლიციელები დაშვებისთანავე შეცვივდნენ თვითმფრინავში, რადგან ეჭვი ჰქონდათ, რომ დევნილი პუიჩდემონი იქ იმყოფებოდა.

„რადიო კატალონიას“ ინფორმაციით, ესპანეთის პოლიციის მიერ რეგულარულად იჩხრიკება ბარსელონაში ჩასული ყველა კერძო თვითმფრინავი.

კატალონიელი გვარდიოლა მხარს უჭერდა პუიჩდემონს და რეგიონის ესპანეთიდან გამოყოფის მომხრე იყო.