ესპანეთის პოლიციამ ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე ანკლავ სეუტას სანაპიროზე მიგრანტების ბანაკი დაშალა

18:43, 04.10.2026

ესპანეთის პოლიციამ ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე ანკლავ სეუტას სანაპიროზე მიგრანტების ბანაკი დაშალა. მედიის ინფორმაციით, ამის მიზეზი ანკლავში ესპანეთის მონარქის, მეფე ფელიპესა და დედოფალ ლეტიციას ვიზიტია, რომლებიც სეუტას 13-14 ოქტომბერს ეწვევიან.

აღსანიშნავია, რომ 12-წლიანი მმართველობის პერიოდის განმავლობაში ეს ესპანეთის მეფის პირველი ვიზიტი იქნება სეუტაში.

როგორც ცნობილია, პოლიციამ მიგრანტები ტრამპოლინის სანაპიროდან დროებით საცხოვრებელში გადაიყვანა, სადაც შესაბამის პროცედურებს გაივლიან ან მაროკოში დაბრუნების შესაძლებლობას მისცემენ.

ამასთან, „როიტერი“ წერს, რომ ესპანეთის მონარქის ვიზიტი სეუტაში იმ ფონზე ხორციელდება, როდესაც მაროკო სეუტასა და ესპანეთის ჩრდილოეთ აფრიკის კიდევ ერთ ანკლავზე – მელილიაზე აცხადებს პრეტენზიას.

ცნობისთვის, ივლისის ბოლოს მაროკოდან სეუტაში 72 000-ზე მეტი ადამიანი შევიდა. მიგრანტთა უმეტესობა მოგვიანებით უკან ძალის გამოყენებით გააძევეს, თუმცა ესპანურ ანკლავში ამ დროისთვის, სულ მცირე, 10 000 ადამიანი რჩება, რაც ადგილობრივ რესურსებს დიდ დატვირთვას უქმნის და დაძაბულობას ამწვავებს.

მსგავსი