ესპანეთის პარლამენტის ქვედა პალატა კორონავირუსის გავრცელების გამო, მუშაობას ერთი კვირით წყვეტს

17:31, 10.03.2020

ესპანეთის პარლამენტის ქვედა პალატა კორონავირუსის გავრცელების გამო, მუშაობას ერთი კვირით წყვეტს, ამის შესახებ გამოცემა „ელ-პაისი“ წერს.

მანამდე ულტრამემარჯვენე პარტია „ვოქსმა“ დაადასტურა, რომ პოლიტიკური გაერთიანების გენერალური მდივანი, პარლამენტის ქვედა პალატის დეპუტატი ხავიერ ორტეგა სმიტი კორონავირუსით არის დაინფიცირებული.

სულ ესპანეთში კორონავირუსით 35 ადამიანი გარდაცვლილი, დაავადებულთა რიცხვი 1500-ს აჭარბებს. კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა მადრიდშია გამოვლენილი.

მსგავსი