ესპანეთის ნაკრებმა ისტორიაში პირველად გამართული 15-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო #1TVSPORT
ესპანეთის 15-წლამდელთა ნაკრები ფიფა-ს მიერ ორგანიზებული პირველი მსოფლიო ჩემპიონატისა და ფესტივალის გამარჯვებული გახდა. აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გამართულ ფინალურ შეხვედრაში ესპანელებმა ჩეხეთის ნაკრები 3:0 დაამარცხეს.
ფინალში გოლები ტიაგო პოლომ, ბრუნო ფერნანდესმა და ადრიან ბიელსამ გაიტანეს.
ესპანეთის ნაკრებმა ტურნირი წაუგებლად დაასრულა. გუნდმა ათი შეხვედრა ჩაატარა, აქედან ცხრა ძირითად დროში მოიგო, უელსთან კი პენალტების სერიაში იმარჯვა. ესპანელებმა ტურნირზე 42 გოლი გაიტანეს.
აღსანიშნავია, რომ ფიფა-ს ახალ ტურნირში 189 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, შეხვედრები კი განსხვავებული ფორმატით, რვა რვის წინააღმდეგ ტარდებოდა.