ესპანეთის ნაკრებმა 2010 წლის შემდეგ პირველად მოიგო მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფის მატჩი [ვიდეო] #1TVSPORT
ესპანეთის ნაკრებმა პლეი ოფის პირველ ეტაპზე ავსტრიასთან ჩვეულ სტილში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა – 3:0. საინტერესოა, რომ ესპანელებმა 2010 წლის შემდეგ პირველად მოიგეს მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფის მატჩი. 2014 წელს ჯგუფიდან ვერ გავიდნენ, 2018 წელს 1/8-ფინალში რუსეთთან დამარცხდნენ, ხოლო 2022 წელს – მაროკოსთან.
ავსტრიასთან კი, როგორც სჩვევია, „ფურია როხა“ ბურთს მთელი თამაში კარგად აკონტროლებდა, ჰქონდა არაერთი საგოლე მომენტი და სამი გოლიც გაიტანა.
დუბლი შეასრულა ოიარსაბალმა (36-ე და 89-ე წუთებზე), ერთიც პორომ გაიტანა (66). 2010 წლის შემდეგ პედრო პორო პირველი მცველია, რომელმაც ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონატებზე თავით გაიტანა.
ესპანეთის ნაკრები მერვედფინალში პორტუგალიასა და ხორვატიას შორის გამარჯვებულს შეხვდება. თამაში 6 ივლისს არლინგტონში გაიმართება.