ესპანეთის ნაკრებისა და „ბარსელონას“ ვარსკვლავი გავი - ნიკო უილიამსი ახლო მეგობარია, ვინისიუსი საოცარია, მაგრამ კვარაცხელიას ვირჩევ, ის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მოთამაშეა #1TVSPORT
ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელს, გავის ფლანგის გამორჩეული შემტევების შედარება სთხოვეს და მან ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია. მისი ბლიცინტერვიუ „მუნდო დეპორტივოსში“ გამოყვეყნდა.
თუცა, საბოლოოდ, ესპანეთის ნაკრებისა და „ბარსელონას“ ვარსკვლავმა საქართველოს ნაკრების ქართველ შემტევზე წინ უსმან დემბელე და ლამინ იამალი დააყენა.
– ხვიჩა კვარაცხელია თუ ადემოლა ლუკმენი?
– კვარაცხელია.
– კვარაცხელია თუ ალეხანდრო გარნაჩო?
– კვარაცხელია.
– კვარაცხელია თუ ლუის დიასი?
– კვარაცხელია.
– კვარაცხელია თუ ჯამალ მუსიალა?
– კვარაცხელია.
– კვარაცხელია თუ ენტონი გორდონი?
– კვარაცხელია.
-კვარაცხელია თუ ნიკო უილიამსი?
– ნიკო ჩემი ძალიან ახლო მეგობარია, მაგრამ კვარაცხელია ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელია, ასე რომ, კვარაცხელია.
– კვარაცხელია თუ ვინისიუს ჯუნიორი?
– ჰმ… კვარაცხელია. მიუხედავად იმისა, რომ ვინისიუსი საოცარია, კვარაცხელიას ვირჩევ, რადგან ის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მოთამაშეა.
– კვარაცხელია თუ ბუკაიო საკა?
– კვარაცხელია.
– კვარაცხელია თუ დეზირე დუე?
– კვარაცხელია.
– კვარაცხელია თუ ჟოაო პედრო?
– კვარაცხელია.
-კვარაცხელია თუ უსმან დემბელე?
– დემბელე.
– დემბელე თუ ლამინ იამალი?
– ვერ ვარჩევ – ორივე.