ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი – აღფრთოვანებული ვარ, როდესაც უკან ვიხედები, ჩვენ ყველაფერი მოვიგეთ #1TVSPORT

03:05, 20.07.2026

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შემდეგ მედიისთვის კომენტარი გააკეთა.

„განსაკუთრებით მეამაყება ფეხბურთელთა ეს თაობა, რომელიც გამარჯვების იდეით იზრდებოდა და ერთიანი, ნამდვილი ოჯახის მაგალითი დაგვანახა. ისინი უდიდესი ნიჭის მქონე მოთამაშეები არიან და მათთან მუშაობა ჩემთვის დიდი პატივი იყო.

აღფრთოვანებული ვარ, როდესაც უკან ვიხედები. ფეხბურთელებთან ბევრი ვისაუბრეთ. ჩვენ ყველაფერი მოვიგეთ და ეს შესანიშნავია. ეს არის მოთამაშეთა თაობა, რომლითაც ესპანეთს შეუძლია, იამაყოს. ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ.

ვფიქრობ, თამაშის ბედი უფრო ადრე უნდა გადაწყვეტილიყო. არგენტინის ნაკრების მეკარის შესანიშნავმა თამაშმა ძირითად დროში გამარჯვებაში ხელი შეგვიშალა. თუმცა ეს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი იყო და ათკაციან მეტოქესთანაც კი სირთულეებისთვის უნდა გაგვეძლო“, – განაცხადა ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა.

მსგავსი