ესპანეთის მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც მიგრაციისა და თავშესაფრის მინიჭების შესახებ კანონმდებლობის რეფორმირებას ითვალისწინებს

17:39, 25.08.2026

ესპანეთის მთავრობამ მიგრაციისა და თავშესაფრის მინიჭების შესახებ კანონმდებლობის რეფორმის თაობაზე კანონპროექტი დაამტკიცა.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრ ფერნანდო გრანდე-მარსალკას განმარტებით, კანონპროექტის მიზანია „ესპანური კანონმდებლობა შესაბამისობაში მოიყვანონ მიგრაციისა და თავშესაფრის მინიჭების შესახებ ევროკავშირის პაქტთან“.

რეფორმა ასევე ითვალისწინებს არალეგალი მიგრანტების უკან დასაბრუნებლად შერჩევის კონცეფციის დანერგვას, რომელიც სავალდებულოა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის.

ევროპული რეგლამენტით განსაზღვრულია მაქსიმუმ 7 დღე, რომლის განმავლობაშიც, შესაძლებელია დაკავების იზოლატორში მიგრანტის დაყოვნება, ვიდრე დაბრუნების პროცედურის ფარგლებში მოხდება განსაზღვრა, თუ როდის დატოვებს აპლიკანტი ქვეყნის ფარგლებს.

ესპანეთში კი ეს ვადა 72 საათია და მისი გახანგრძლივება მხოლოდ მოსამართლის დადგენილებით არის შესაძლებელი. შინაგან საქმეთა მინისტრ ფერნანდო გრანდე-მარსალკას თქმით, 72-საათიანი ვადა არ გაიზრდება.

მსგავსი