ესპანეთის მთავრობა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს უსამძიმრებს

14:21, 02.03.2018

ესპანეთის სამეფოს მთავრობა ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახსა და საქართველოს მოსახლეობას სამძიმარს უცხადებს. სამძიმრის წერილი  ესპანეთის მთავრობამ ოფიციალურ ვებგვერდზე  გამოაქვეყნა.

„ესპანეთი ელოდება, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობა გამოძიებას გამჭვირვალედ ჩაატარებს და ამისთვის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმს დაეყრდნობა“, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

ესპანეთის მთავრობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს.

მსგავსი