ესპანეთის მთავრობა 2040 წლიდან ბენზინზე და დიზელზე მომუშავე ავტომობილების აკრძალვას აპირებს
ესპანეთის მთავრობა 2040 წლიდან ქვეყანაში ბენზინზე და დიზელზე მომუშავე ავტომობილების აკრძალვას გეგმავს. ინფორმაციას სააგენტო Reuters – ი ავრცელებს. მიზეზი მავნე გამონაბოლქვია.
აღნიშნული ინიციატივა მთავრობას ეკუთვნის, რომელიც სავარუადოდ, კლიმატის ცვლილებების შესახებ კანონის ფარგლებში წლის ბოლომდე განხორციელდება.
დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა უკვე განაცხადეს, რომ 2040 წლიდან ბენზინზე და დიზელზე მომუშავე ავტომობილებს აკრძალავენ .