ესპანეთის მეფე ფილიპე მეექვსე თვითიზოლაციაში გადავიდა
ესპანეთის მეფე ფილიპე მეექვსე თვითიზოლაციაში გადავიდა

ესპანეთის მეფე ფილიპე მეექვსე ათდღიან თვითიზოლაციაში გადავიდა.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ესპანეთის სამეფო სახლის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამეფო სახლის ცნობით, ესპანეთის მეფეს კოვიდინფიცირებულთან კონტაქტი  ჰქონდა. ფილიპე მეექვსის იზოლაციაში გადასვლის შემდგომ, გაუქმებულია დაგეგმილი საჯარო შეხვედრები.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ესპანეთში „კოვიდ-19“-ის მილიონ ხუთასი ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 43 131 ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.