ესპანეთის კუნძულ ტენერიფეზე ძლიერი შტორმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა
ესპანეთის კუნძულ ტენერიფეზე ძლიერი შტორმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა

ესპანეთის საკურორტო კუნძულ ტენერიფეზე ძლიერი შტორმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა.

ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს ინფორმაციას.

მედიის ინფორმაციით, სამაშველო ვერტმფრენმა კუნძულის ჩრდილოეთით მდებარე ლა გუანჩას სანაპიროზე წყალში ჩავარდნილ ერთ-ერთ მამაკაცს მიაკვლია და საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მამაკაცი კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, 15 დაშავებულიდან სამი საავადმყოფოში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს.