ესპანეთის კუნძულ ლა პალმაზე ტყის ხანძის გამო მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო
A view of a wildfire in La Palma, Spain, July 15, 2023 in this screengrab obtained from a social media video. 1-1-2 Canarias Via Twitter/Handout via REUTERS
ესპანეთის კუნძულ ლა პალმაზე ტყის ხანძის გამო მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.
როგორც პუნტაგორდას მერმა განაცხადა, ესპანეთში ტყის ხანძარი დღეს დილით, ტემპერატურის მკვეთრი ზრდის ფონზე გაჩნდა.
„შესაძლოა, ევაკუირებულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბოს. ეს დამოკიდებულია იმაზე, შევძლებთ თუ არა ამ ძლიერი ქარის კონტროლს“, – ნათქვამია მერის განცხადებაში.
პუნტდაგორდას მერის თქმით, ხანძრის შედეგად 140 ჰექტარი უკვე განადგურებულია.
ადგილზე მიმდინარეობს სახანძრო-სამაშველო ოპერაციები.