ესპანეთის კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს მიმართავს - მადლობა შესანიშნავი დისკუსიისთვის, მოუთმენლად ველოდებით მტკიცე კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას
ესპანეთის კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე პაუ მარი-კლოსე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
როგორც პაუ მარი-კლოსე აღნიშნავს, ევროკავშირში გასაწევრიანებლად საქართველოს მისწრაფებას ესპანეთის პოლიტიკური ჯგუფები მიესალმებიან.
„მადლობა ამ შესანიშნავი დისკუსიისთვის. ესპანეთის პოლიტიკური ჯგუფები მიესალმებიან საქართველოს მისწრაფებას ევროკავშირში გასაწევრიანებლად და თქვენს მოწადინებას ინსტიტუციების რეფორმირებისკენ, რათა დააკმაყოფილოთ ევროკომისიის მიერ წამოყენებული რეკომენდაციები. მოუთმენლად ველოდებით უკვე მტკიცე კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას“, – წერს პაუ მარი-კლოსე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დღეს ესპანეთის სამეფოს წარმომადგენელთა პალატის საგარეო და ევროპულ საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებსა და წევრებს შეხვდა. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ესპანეთის ურთიერთობებს. ხაზი გაესვა კომიტეტებს შორის კავშირების გააქტიურების მნიშვნელობას.