ესპანეთის კატალონიის რეგიონში ტყის ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა
ესპანეთის კატალონიის რეგიონში ტყის ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა

ესპანეთის კატალონიის რეგიონში ტყის ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს ინფორმაციას.

ცეცხლი ტორეფეტას რეგიონში გაჩნდა. ხანძარმა რამდენიმე ფერმა გაანადგურა.

სახანძრო სამსახურის ცნობით, ხანძარი ძალიან სწრაფად გავრცელდა ძლიერი ქარის გამო. ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს, რომ დღეს მოსალოდნელია ისევ შტორმი და მოუწოდებს, გაითვალისწინონ საგანგებო სამსახურის მითითებები და რეკომენდაციები.

ტყის ხანძარი კატალონიაში ევროპაში ჰაერის უპრეცედენტოდ მაღალი ტემპერატურის ფონზე გაჩნდა.

ესპანეთის მეტეოროლოგიური სამსახური პირენეის ნახევაკუნძულის ძირითად ტერიტორიაზე მაღალი ტემპერატურის, შტორმისა და ძლიერი ქარის შესახებ აფრთხილებს მოსახლეობას.