ესპანეთის კალათბურთელთა ნაკრებში საქართველოს წინააღმდეგ „რეალისა“ და „ბარსელონას“ კალათბურთელები არ ითამაშებენ #1TVSPORT
ესპანეთის კალათბურთელთა ნაკრებში საქართველოს წინააღმდეგ „რეალისა“ და „ბარსელონას“ კალათბურთელები არ ითამაშებენ #1TVSPORT

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მეხუთე მატჩს 1 ივლისს რიგაში უკრაინასთან, ხოლო 4 ივლისს ესპანეთთან გამართავს. ესპანელებს თბილისის ახალ დარბაზში ვუმასპინძლებთ. ორივე მატჩის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.

ილიას ზუროსის ხელმძღვანელობით ჩვენი გუნდი აქტიურად ემზადება მომავალი შეხვედრებისთვის. თავის მხრივ ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სერჟიო სკარიოლომაც დაასახელა ის შემადგენლობა, რომელიც ივლისში საქართველოს, უკრაინისა და ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ ითამაშებს.

საინტერესოა, რომ პირენეელთა გუნდში არ არიან ევროლიგის გუნდების წარმომადგენლები, მათ შორის „რეალისა“ და „ბარსელონას“ კალათბურთელები, რომლებმაც სეზონი ახლახან დაასრულეს. ესპანეთის ნაკრებს თბილისში ვერც NBA-ის წარმომადგენლები დაეხმარებიან, რაც საქართველოს ნაკრების წარმატების შანსს კიდევ უფრო ზრდის.

ესპანეთი

უკანახაზელები

ფერან ბასასი (ხუვენტუდი)

დარიო ბრისუელა (უნიკახა)

კინო კოლომი (აეკ, საბერძნეთი)

ალბერტო დიასი (უნიკახა)

ხაიმე ფერნანდესი (უნიკახა)

 

ფორვარდები

ხაბერ ლოპეს-აროსტეგი (ვალენსია)

დანი დიესი (ბურგოსი)

ხონატან ბარეირო (უნიკახა)

ხოელ პარა (ხუვენტუდი)

მიკელ სალვო (გრან კანარია)

 

ცენტრები

ფრან გერა (ტენერიფე)

ხაიმე პადილია (ვალენსია)

სებასტიან საისი (ალმარკი, იაპონია)

იანკუბა სიმა (მანრესა)