ესპანეთის ეროვნული ბანკის ვებგვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა
ესპანეთის ეროვნული ბანკის ვებგვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა

ესპანეთის ეროვნული ბანკის ვებგვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხარვეზები ჯერ კიდევ კვირას შეინიშნებოდა. მის აღმოსაფხვრელად სპეციალისტებმა მუშაობა ორშაბათს დაიწყეს და დადგინდა, რომ ჰაკერების მიზანი ვებგვერდის მწყობრიდან გამოყვანა იყო.

კიბერშეტევით არ დაზიანებულა მონაცემთა ბაზა და არ მომხდარა ინფორმაციის გადინება. ახლა სპეციალისტები ცდილობენ დაადგინონ, თუ ვინ დგას თავდასხმის უკან. თუმცა, ესპანური გამოცემა ABC-ის ცნობით, სოციალურ ქსელებში მინიშნებები დაჯგუფება Anonymous-ზე კეთდება, რომელმაც მანამდე ესპანური უწყების წინააღმდეგ „ოპერაცია კატალონიის” სახელით, კამპანია წამოიწყო.